ხელაშვილი ნათელაშვილის დაპირისპირება

პარლამენტში შესვლაზე არ შესვლაზე შალვა ნათელაშვილის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, მმართველი გუნდი ეიფორიაში ჩააგდო. აღნიშნული თემა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ხელაშვილსა და შალვა ნათელაშვილს შორის დაპრისპირების მიზეზიც კი გახდა. შეუწყვეტენ თუ არა შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას? საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა კომენატარი ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა.

“თუ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ შალვა ნათელაშვილს შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება კანონის მიხედვით იქნება შეწყვეტილი”‘, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას – „კონსტიტუციის ჩანაწერის მიხედვით, თუ დეპუტატი 4 თვე გააცდენს სხდომას, მანდატი უჩერდება.

შალვა ნათელაშვილი აღნისნულს ფეისბუქის საშუალებით გამოეხმაურა. გთავაზობთ მისმკომენტარს უცვლელად:

შუაღამის ცხელი ამბავი—- ქვეყნიერებამ იცის, რომ 14 თვეა პარლამენტი ოფიციალურ უარს მეუბნება სადეპუტატო სტატუსის შეწყვეტაზე. როგორც კი გაიგეს, რომ შესაძლოა გამოკითხვის შედეგად შევიდე პარლამენტში და მშვიდი ბედნიერი ცხოვრება ჩავუმწარო ივანიშვილის დავალებით მისმა მონა დეპუტატმა ვინმე ხელაშვილმა, რამდენიმე საათის წინ განაცხადა 4 თვე გაცდენების გამო ჩემთვის სადეპუტაო უფლებამოსილების სავარაუდო შეწყვეტაზე. ამ გაჭირვებული მონის მეუღლე იყო შეშვებული სამუშაოდ ამერიკის საელჩოში ამბების გამოსატანად და მერე პუტინზე მოსახსენებლად. რა ქნას რაც დაავალეს იმას ამბობს. ამას ქვია ცხოველური შიში სიმართლისადმი. რა მნიშვნელობა აქვს 21 წელია პარლამენტში ისედაც არ მიშვებენ და არათუ გარეთ მიწაში, რომ ვიყო მაინც ბოლოს მოგიღებთ.