საზოგადოება და პოლიტკური სპექტრი აქტიურად აკვირდება ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის სასამართლოს საქმის მსვლელობას. საქმის მსვლელობიდან გამომდინარე გაჩნდა მოლოდინები რომ მოსამართლე ან მწვადს დაწვავდა ან შამფურს. საქმის დასრულებისას ანალიზმა კი აჩვენა, რომ მოსამართლემ მწვადიც დაწვა და შამფურიც, გთავაზობთ გი ხუხაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებას.
სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი განაჩენის ფასი მინიმუმ 1,5 მილიარდი დოლარია. ხელისუფლებამ საარბიტრაჟო დავაში უნდა ამტკიცოს, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლა განაპირობა საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობამ და არა ოპერატორის მიმართ უკანონო დევნის გამო პოტენციური ინვესტორების დაფრთხობამ.
გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში სახელმწიფო ირიბად დაადასტურებდა უკანონო დევნას და არბიტრაჟს ხელისუფლება წააგებდა, ფასი – 1,5 მილიარდი დოლარი.
გამამტყუნებელი განაჩენი რა მოსამართლემ გამოიტანა კი ადასტურებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ და მაღალი ალბათობით ვერც არბიტრაჟს გადაარჩენს, ფასი – ბნელი მომავალი მიმატებული სავარაუდო 1,5 მილიარდი დოლარი. გადაწყვეტილება კი არის აბსურდული, რადგან განაჩენი დადგა დანაშაულზე, რომელზეც ბრალდებაც არ იყო წარდგენილი. უფრო მეტიც, პროკურატურასაც არ ჰქონდა ამ კუთხით ძიების უფლება.როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ…
ჩემის აზრით ბრძოლა უნდა გაგრძელდე, ახლა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გარდა ანაკლიის თემაზე მიმდინარე საარბიტრაჟო დავისა, ქართულ სასამართლოში უნდა შეიტანონ სამოქალაქო სარჩელი მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში უსაფუძვლო ბრალდების გამო ისინი იძულებით ჩამოაშორეს ბანკის მმართველობას და კიდევ ბევრი პირდაპირი და ირიბი ზარალი განიცადეს.ბრძოლა უნდა გაგრძელდეს არა იმდენად საკუთარი ინტერესების დასაცავად, არამედ ისეთი პრეცედენტის შესაქმნელად, რომელიც მომავალში ასეთ განუკითხაობას აღარ დაუშვებს-გია ხუხაშვილი.