რუსები არ ენდობიან ამერიკას- თორნიკე შარაშენიძე

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე, სოციალური ქსელის საშუალებით აფასებს ამერიკა–ნატო-რუსეთის მოლაპარაკებებს და წერს:

ამერიკა – რუსეთი 2:0

რუსეთი – ამერიკა 1:0

არადა, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, რადგან სტატუს კვო იგივეა რაც მოლაპარაკებების დაწყებამდე იყო. ამიტომ ანგარიშების წერა ნაადრევია.

მითუმეტეს უაზრობაა ანგარიშების წერა იმის გათვალისწინებით რომ არავინ იცის რა აქვს ჩაფიქრებული პუტინს და რას ემსახურება მისი (თითქმის) ულტიმატუმი.

ნატოსგან (ამერიკისგან) არგაფართოებაზე საჯარო თანხმობა რომ არ იქნება ეს მოსკოვშიც მშვენივრად იციან. ასევე იციან რომ რომ არც ფარულ თანხმობას (რომც წარმოვიდგინოთ რომ ასეთს მიიღებენ) ექნება დიდი აზრი, – არ ენდობიან ამერიკას და იმიტომ. აგერ თავად ამტკიცებენ რომ ოდესღაც ამერიკა მათ ერთხელ შეჰპირდა არგაფართოებას და სიტყვა დაარღვია (რა მოხდა სინამდვილეში ეს სხვა თემაა).

ჰოდა, მათივე გადასახედიდან რა შეუშლის ამერიკას ხელს იმაში რომ კიდევ ერთხელ დაარღვიოს სიტყვა? შესაბამისად, საქმე სხვა რამეშია და მოლაპარაკებების თემა სულ სხვაა.

ამიტომ ნამდვილად არ ღირდა ნერვიულობა ნატოს გაფართოების თემაზე. ასევე სისულელეა ზეიმი იმაზე რომ რუსეთმა გაფართოების საკითხში უარი მიიღო.არც იმის გამო ღირს ვიშვიში რომ საქართველოს ისე ხშირად არ ახსენებენ როგორც უკრაინას. უკრაინას იმიტომ ახსენებენ ხშირად რომ იქ გაგანია ომი მიდის. არაა აუცილებელი სულ ვიღაცის გვშურდეს – ან უკრაინის, ან ყაზახეთის.ჩვენი პრობლემები სულ სხვაგანაა: ნელი დემოკრატიზაცია და ნელი ეკონომიკური განვითარება-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.