,,მიშას სექტორი”-ს განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია “მიშას სექტორი” განცხადებას ავრცელებს.

ხვალ 17 იანვარს 15:00-ზე ,,მიშას სექტორი” საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან გავმართავთ აქციას ,,შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და ფუნდამენტური უფლებების ფეხქვეშ გათელვა” მოგეხსენებათ რომ, დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს, არაა დაცული კომფოდენციალურობა და გაუქმებულია ვიზიტორების შესვლა. ამ ფონზე სააკაშვილის პირადი ექიმის არ დაშვება მასთან, აჩენს ბევრ კითხვის ნიშანს და ააშკარავებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების და იუსტიციის სამინისტროს მიზანი ნამდვილად არ არის სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, პირიქით ყველაფერს აკეთებენ რომ ჯანმრთელობის მაქსიმალური ზიანი მიაყენონ!-ნათქვამია განცხადებაში.