მურუსიძე ბიძინამ განბანა- გიორგი მშვენიერაძე

უფლედამცველი და ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ცენტრ ემპათიის დასკვნას ეხმაურება და სულხან მოლაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის საქმის შედარება მოჰყავს.

როდესაც იურისტი ერთი საქმის დეტალებს მეორე საქმისას ადარებს, ეს არ ნიშნავს ადამიანების ერთმანეთთან შედარებას. თუ მოლაშვილის საქმეში “აღიარა” სახელმწიფომ ევროკონვენციის მე-3 მუხლის, დარღვევა, რადგან სათანადო სამედიცინო დახმარებაზე არ ქონდა ხელმისაწვდომობა სულხანს, ცხადია იგივე სტანდარტი იმოქმედებს მიხეილ სააკაშვილზეც. თუ ცენტრ “ემპათიის” დასკვნა სანდოა მოლაშვილის საქმეში, “ემპათიის” დასკვნა სანდო უნდა იყოს სააკაშვილის საქმეშიც და ა.შ.რაც შეეხება ადამიანების ერთმანეთთან შედარებას, დარწმუნებული ვარ არც სულხან მოლაშვილს ენდომებოდა მიხეილ სააკაშვილთან შედარება და არც მიხეილ სააკაშვილი იქნება სულხან მოლაშვილთან შედარებით დაინტერესებული.რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, როგორც სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით მიმაჩნია დარღვეულად კონვენციის მე-3 მუხლი და ის მსხვერპლი იყო უსამართლო მართლმსაჯულებისაც, ასე ვთვლი მიხელ სააკაშვილზეც. ხოლო მურუსიძე, რომელმაც მოლაშვილის საქმე საბოლოოდ გადაწყვიტა და დამნაშავედ სცნო, ბიძინამ განბანა, დღეს უვადო მოსამართლედ გვიზის და სასამართლო სისტემას მართვას.