ერთკაციანმა გახარიამ სად მოგიგოთ გეტყვით-ზურაბ ნადირაძე

გახარიას ნაციონალიზაციას საპროტესტო განცხადებით ეხმაურება ზურაბ ნადირაძე სადაც ამბობს:

“რა მიკვირს იცით?!

კაცი ჩამოვიდა, ციხეში ჩაჯდა, ისიც ვიცით რომ 8 წელი მეტ-ნაკლებად მოვლენებისგან იყო დისტანცირებული, 50 დღე იშიმშილა, შესაბამისად ჯანმრთელობაც მნიშვნელოვნად შეერყა, ექიმების დასკვნებიდანაც ვიგებთ რომ ფსიქოლოგიური მდგომარეობაც მთლად სახარბიელო არ აქვს. ისიც გასაგებია, რომ თავად უნდა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე კომენტარი ან შეფასება მაინც გააკეთოს. ენმ-ის ლიდერშიპიდან იმასაც ვიგებთ რომ გარკვეულ საკითხებს, ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანსაც, ხან უთანხმებთ ხან არა, რაც ცალსახად შიდაპარტიული კომპეტენციაა და არც არავინ ერევა, მაგრამ… იქნებ გახარიასთან “დალაგების” პრობლემაც მიშას გარეშე მოგეგვარებინათ, საკუთარ თავზე აგეღოთ (როგორც სხვა ბევრი საკითხი), რაც სხვა დანარჩენ პროდასავლური ორიენტაციის საზოგადოებასაც გვეხება და ამ საკითხზე მაინც გერჩიათ “გახარიასთან კოალიციას მივესალმებიო” მსგავსი განცხადების გაკეთებისგან თავი შეეკავებინა. მარტივად რომ ვთქვათ, პარტია საკუთარ რეპუტაციას თუ არ ინდობთ, ის ციხეში მჯდომი და ჯერ ვერგამოჯანმრთელებული კაცი მაინც დაგენდოთ საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილებისგან. დარწმუნებული ვარ თქვენივე საკუთარი პარტიის მხარდამჭერებშიც აზრი ორად იყოფა ამ თემაზე, ისიც ვიცით რომ გარკვეული ხალხის გარკვეულ რჩევებს ითვალისწინებს ექსპრეზიდენტი და ყოველივე ამ გაუგებრობაზე მასზე დამატებით პასუხისმგებლობის დაკისრება მთლად პარტიული სტრატეგიის ან შიდაგანაწესის ნაწილიც არ უნდა ყოფილიყო.მოკლედ, ერთკაციანმა გახარიამ სად მოგიგოთ იმასაც გეტყვით, პრინციპულობაში დაგჯაბნათ, გაყალბებულ არჩევნებში ერთადერთი წალენჯიხის მერის სავარძლის ცდუნებას ვერ გაუძელით, სადაც დარწმუნებული ვარ მერის ხელახალი არჩევნებიც რომ ჩატარებულიყო 100-დან 100-ს მოუგებდით წალენჯიხაში “ქართულ ოცნებას”. ეგეც რომ არა ათასჯერ მითქვამს, იქნებ თავად დაგეპროვოცირებინათ გახარია და, – წადი შენი თვალთხარია …………… და ქოცებს შეუკარი კოალიციათქო, – მიგეშვათ რას იზამდა???გგონიათ ქოცობას მარტივად შეიზელდა?! არა ბატონო, თქვენ ფიქრობთ ასე, როგორც თავად უპრინციპოდ პოზიციონირებთ ბოლო წლებია, თორემ 10-ჯერ მცირეპროცენტიანი გახარია რომ პრინციპულობით გაჯობებს, რა უნდა გელაპარაკოთ.

პ.ს. იმედია კრიტიკაში ჩამითვლით და არა ლანძღვაში, როგორადაც ზოგიერთებს ბოლო დროს ყველა განსხვავებული აზრი გეჩვენებათ.”