ქართული ოცნების განცხადება ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატზე

„ქართული ოცნების“  განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს დაუჭერენ იმ კანდიდატს, რომელიც ობიექტური იქნება.

„ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად მხარს დავუჭერთ იმ ადამიანს, ვისგანაც ობიექტურობის და იმის მოლოდინი იქნება, რომ ის ისევე, როგორც სხვა საკითხებთან ერთად, როგორც მენეჯერი, კარგად მართავს სიტუაციას და უზრუნველყოფს ობიექტურ, გამჭვირვალე, თავისუფალ და კარგ არჩევნებს. შესაბამისად, ამას რამდენად გააკეთებს ის ადამიანი, რომელიც არის რომელიღაც პარტიის აქტივისტი, ალბათ თქვენთვისაც ადვილი მისახვედრია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, რომელიც პირველ თებერვალს გაიმართება, ცესკოს თავმჯდომარესა და ე.წ. პროფესიულ წევრებს აირჩევენ.