ზელენსკი: ომი არავის სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი არავის სჭირდება, თუმცა რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემთხვევაში, ომი არა უკრაინასა და რუსეთს შორის, არამედ რუსეთსა და ევროპას შორის იქნება.


„საკუთარ თავს, ქვეყანას, კულტურას, ენასა და ტრადიციებს ვიცავთ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ხალხს ვიცავთ. მაღალი რისკები იქნება ყველასთვის, ვინც ჩვენი ტერიტორიის თუნდაც მცირე ნაწილის დაკავებას შეეცდება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


მისი თქმით, უკრაინელები ბოლომდე იბრძოლებენ და არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ რუსეთს ოკუპსციის უფლებას.


„რუსებმა უნდა მოგვისმინონ. მათ უნდა გაიგონ, რომ ომი არის ის, რაც ნამდვილად არავის სჭირდება. ჩვენ იარაღით ხელში არავინ დაგვიპატიჟებია. ქალაქის ან ტერიტორიის ოკუპაცია არ მოხდება. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ძლიერი ესკალაციის შემთხვევაში, ტრაგედია მოხდება. ამიტომ ძალიან ღია ვარ. ეს არ იქნება უკრაინისა და რუსეთის ომი. ეს იქნება ევროპული, სრულმასშტაბური ომი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.