მამუკა მდინარაძე რეზოლუციის ტექსტით კმაყოფილია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტში, ქვეყნის ინტერესები გათვალისწინებულია.

მისი თქმით, ისტორიას დარჩება მხოლოდ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და ომის არდაშვების პოლიტიკა, რომელიც მოცემულ სიტუაციაში არის ყველაზე გონივრული და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი.


„რეზოლუციის ამ ტექსტით დავაფიქსირეთ ყველა საჭირო და აუცილებელი ელემენტი, რაც გამომდინარეობდა ეროვნული უსაფრთხოებიდან, საქართველოს ინტერესებიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყნის და ჩვენ მეგობარი ხალხს მხარდაჭერის ინტერესებიდან და, რაც მოცემულ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია, ომის არდაშვების ყველაზე სწორი, პრაგმატული ნაციონალური პოლიტიკიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია პირველ თებერვალს მიიღო, რომელსაც ხმაური და უკმაყოფილება მოჰყვა.