,,ტრაგედიით სპეკულირება ნაცების ხელწერაა“ – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის მეთაურის , თორნიკე რიჟვაძის თქმით, ,,ნაციონალურ მოძრაობას” ხალხის ნდობა არ აქვს და ამიტომაც ტრაგედიებით სპეკულირებენ, ასე მოხდა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებისასაც.


თორნიკე რიჟვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა, თუმცა, ამავე დროს, „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა ნებისმიერი მსგავსი ტრაგედიით ვაჭრობა.


„ბათუმში ძალიან კარგად იციან ყველაფერი. ჩემგან დამოუკიდებლად, საზოგადოებას, ბათუმელებს, ყველაფერზე აქვთ პასუხი. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული პრეტენზიები, რომლებიც სამართლებრივ-ფორმალურ ჭრილში ჰქონდათ, ამ ყველაფერზე გამოძიება დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცემა“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.


ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან მძიმე ბრალდებები მოჰყვა – ისინი „ქართულ ოცნებას“ კანდიდატზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.
აჭარაში კი არჩევნები დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ გადგა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.