ნანა კაკაბაძემ ოპოზიციის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ ვოიაჟს, უკრაინაში წავლენ თუ მთვარეზე გაფრინდებიან, აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლა“.
მისი თქმით, ოპოზიციის გადადგმული ყველა ნაბიჯი ქვეყნის დასუსტებისკენ არის მიმართული.
„ნაცების“ ძალაუფლების ერთადერთი საშუალება არის დესტაბილიზაცია, ქვეყნის ჩამოშლა, რასაც ისინი ღიად აცხადებენ. ამას სწორი აღქმა სჭირდება. მათი ერთადერთი საშუალება დაეუფლონ ძალაუფლებას, ეს არის ქვეყნის დასუსტება. მათი ნებისმიერი ვოიაჟი, უკრაინაში წავლენ თუ მთვარეზე გაფრინდებიან, ყველა მათ ქმედებას, აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლა. მხოლოდ დანგრეულ საქართველოში არის იმის საშუალება, რომ მათ დაიპყრონ ქვეყანა“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.