რას ამბობს ვოლსკი ოპოზიციაზე?

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გადაცემა „იმედი LIVE“-ში აღნიშნავს, რომ საქართველოში ტრაგიკული მდგომარეობაა, რადგან არ გვყავს სერიოზული და ჩამოყალიბებული ოპოზიცური ძალა.


„ყველა ქვეყანაში უნდა იყოს ოპოზიციური ძალა, რომელსაც პროცესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება გააჩნია. აზრთა ჭიდილში იბადება ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის საჭირო სწორი გადაწყვეტილებები. „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული ლიდერი, მელია, ამბობს, რომ სააკაშვილის ადგილას არ ჩამოვიდოდა. მიშას კი მუდმივად აწუხებს ის, რომ გორში გაქცევისას საკუთარ დაცვას გაასწრო. მელია აქამდე ამბობდა, სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო და სათავეში ჩაგვდგომოდაო. უცებ, როდესაც დაგეგმილის საპირისპიროდ განვითარდა მოვლენები, ამბობს, მე სულ ვიძახდი არ უნდა ჩამოსულიყოო. მეტი ტრაგიზმი რა გინდათ “, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.