დღეს დილით გამართულ სამთავრობო ბრიფინგზე პრემიერ ღარიბაშვილმა ახალი ჯანდაცვის მინისტრი წარადგინა. ის გახლავთ თავდაცვის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე ზურა აზარაშვილი. ქვემოთ გთავაზობთ მის მოკლე სამუშაო ბიოგრაფიას.
02/2021 – დღემდე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
03/2020 – 02/2021 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორი.
04/2020 – 02/2021 სს თბილავიამშენი – გენერალური დირექტორი.
08/2014 – 03/2020 სს ტერაბანკი კომერციული დირექტორი.
04/2013 – 08/2014 სს კორ სტანდარტ ბანკი ოპერაციების დირექტორი.
06/2008 – 06/2012 სს კორ სტანდარტ ბანკი საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსი.
01/2005 – 06/2008 სს ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსი.
08/2003 – 01/2005 სს ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურეობის უფროსი სპეციალისტი
02/2002 – 08/2003 სს ქართუ ბანკი საკორესპონდენტო ანგარიშების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტი.
10/2000 – 11/2001 სს თიბისი ბანკის საკრედიტო მენეჯერი
06/2000 – 10/2000 სს თიბისი ბანკი ბუღალტერი.
01/2000 – 06/2000 სს თიბისი ბანკი საკრედიტო სესხების ექსპერტი.
“ბატონი ზურა გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან ძლიერი მენეჯერი და ჩვენ თავად დავრწმუნდით ამაში, მე როდესაც ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ბატონი ზურა იყო “დელტას” ასევე, თბილავიამშენის ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა საქართველოს ავიაციის აღდგენა და უამრავი სხვა პროექტი.
ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში. მას კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის და მინდა, ვუსურვო წარმატება. იგი არის 5 შვილის მამა. მინდა აღვნიშნო რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი უზარმაზარი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას, რადგან ჯანდაცვის სამინსიტროს აქვს დაახლოებით 6 მილიარდი ლარი, მთლიანი ბიუჯეტის მესამედი და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდება და ფიქრობ, რომ ასეთი არის ბატონი ზურა”,- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.