„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით, სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა უნდა ყოფილიყო და რაც უფრო მეტ ხანს შიმშილობს ადამიანი , მით უფრო რთულია, შიმშილობით ყურადღების მიქცევა.
„მგონი, რაც უფრო მეტი ხანი შიმშილობ, მით უფრო რთულია, შიმშილობით ყურადღება მიიქციო. მიხეილ სააკაშვილს უკვე 50 დღე აქვს ნაშიმშილები. წარმოიდგინეთ, ვიდრე 50 დღე არ გავა, „ქართული ოცნება“ შედარებით მშვიდად იქნება. ამიტომ, ამ ამოცანის შესრულება მარტივი არ იქნება, თუმცა მიხეილ სააკაშვილს ამ საქმეში წარმატებას ვუსურვებ. მისი მოთხოვნა უნდა იყოს საზღვარგარეთ მისი გადაყვანა. ამას პირველივე დღიდან ვამბობდი. ის გორის ნაცვლად, საზღვარგარეთ უნდა გადაეყვანათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.