მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებით რეალურად უკან დაიხია და უკრაინაზე თავდასხმაზე უარი თქვა.
“სინამდვილეში, პუტინმა უკან დაიხია და უარი თქვა უკრაინაზე თავდასხმაზე. დასავლეთის უპრეცედენტო ერთიანობამ და უკრაინელი ხალხის ერთ მუშტად შეკვრამ თავისი სიტყვა თქვა.
რაც მან ე.წ. აღიარა, იმას ისედაც აკონტროლებდა. ამით მან ოფიციალურად მოკლა მინსკის შეთანხმება და აღიარა ოკუპანტის სტატუსი.
აბა სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008-ში ომის დაწყებას ან პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა. ისევ აწვებით პირველ ჩვენებას? ახლა ხომ დაინახეთ უკრაინა? და საქართველოს რაც არ უნდა ექნა, “აღიარება” მაინც მოხდებოდა. ოღონდ საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, არ აქვს სტრატეგიული სიღრმე და რუსები თბილისს აიღებდნენ.
ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი დედაქალაქი და ჩვენი სახელმწიფოებრიობა”. – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე.
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში “მშვიდობის დამყარების მიზნით” ჯარები შეყვანა.