რუსეთს კიევიდან საელჩოს და საკონსულოს თანამშრომლები გაჰყავს

რუსეთს კიევიდან საელჩოს და საკონსულოს თანამშრომლები გაჰყავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, პერსონალი უკრაინიდან უსაფრთხოების დასაცავად გაჰყავთ.


“მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის საგარეო მისიების პერსონალის გაყვანის შესახებ”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში “მშვიდობის დამყარების მიზნით” ჯარები შეიყვანა.


რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.


თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კი რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა.