უკრაინელებს მიწისქვეშა თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებენ. დედაქალაქ კიევში განგაშის სიგნალი ისმის. სარაკეტო სროლა უკრაინის დედაქალაქში და დიდ ქალაქებში ხორციელდება. კიევის გასასვლელთან უკვე შეიქმნა საცობი, მოქალაქეების დიდი ნაწილი კიევის დატოვებას ცდილობს.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უკრაინამ სამოქალაქო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.
დღეიდან კიევში დაიკეტება საბავშვო ბაღები და სკოლები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავაც მუშაობს. ქალაქის მერია მოუწოდებს მოსახლეობას დარჩნენ სახლში და მზად იყვნენ, თავი შეაფარონ მიწისქვეშა თავშესაფრებს. გავრცელდა რუკა, რომელზეც მითითებულია თავშესაფრების მისამართები.
კიევში განგაშის სიგნალი, მიუთითებს იმაზე, რომ საჰაერო დარტყმის საშიშროება არსებობს.
ლუგანსკის ოლქში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ორი სოფლის აღება შეძლეს.