რუსულმა მხარემ დაიწყო უკრაინული ქალაქების დაბომბვები.
დაბომბვები ხორციელდება როგორც ,,ისკანდერის” ტიპის ბალისტიკური რაკეტებით, ასევე ,,გრადის” და ,,სმერჩის” ტიპის ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემებით.
გავრცელებული ინფორმაციით რუსულმა მხარემ გამოიყენა ,,კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტებიც, რომლების გაეშვა საზღვაო ხომალდებიდან.იბომბება უკრაინის არმიის იარაღისა და ტყვია-წამლის საწყობები. სარაკეტო შეტევა განხორციელდა უკრაინის ჰსთ სისტემებზე და S-300-ის რამოდენიმე გამშვები დანადგარი განადგურდა.
რუსულმა ფლოტმა დესანტი გადასხა ოდესის ოლქში.
რუსების სახმელეთო ძალებმა დაიწყეს მობილიზაცია ყირიმში, უკრაინის საზღვართან.
უკრაინამ საჰაერო სივრცე ჩაკეტა, რუსეთმა კი უკრაინის საზღვართან საჰაერო ზოლი ჩაკეტა.
რუსებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ყველანაირი სიგნალი ჩაახშეს.