ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

„უკრაინის ძვირფასო მოქალაქეებო, დღეს ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.
რუსეთმა განახორციელა დარტყმები ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ამ წუთებში აფეთქების ხმები ისმის დედაქალაქ კიევში, ხარკოვში, ოდესასა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.