ლიეტუვა რუსეთის ქმედებებს გმობს

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა გმობს რუსეთის ქმედებებს და აცხადებს, რომ დასავლეთმა ახლა ყველაზე სწორად და დაფიქრებულად უნდა იმოქმედოს.

“მკაცრად ვგმობ რუსეთის სამხედრო თავდასხმას უკრაინაზე. ის საფრთხეს უქმნის მილიონობით უდანაშაულო ადამიანს და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს. ახლა დასავლეთის გადასაწყვეტია სათანადო რეაგირება”,- წერს ნაუსედა.

ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს, გამთენიისას უკრაინაში ომი დაიწყო.