“ქართული ოცნება” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილს ასახელებს
“შალვას განსაკუთრებული წარდგენა ბუნებრივია, არ სჭირდება ის არის სამართლის დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია მას დაცული აქვს გერმანიაში. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში. უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. დღემდე შალვა იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმატებული თავმჯდომარე. შარშან მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა წარმატებული საარჩევნო რეფორმა. პარტიაში იკავებდა სტრატეგიული კომუნიკაციების მდივნის თანამდებობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შესაბამისი ფუნქციის გაძლიერებაში”,- თქვა ირაკლი კობახიძემ.
კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა.