პოროშენკო: დიდი მადლობა ქართველ ხალხს

გუშინ, ტვ კომპანია – ფორმულას ეთერში, ვოლოდიმერ ზელენსკის წინამორბედი, პეტრო პოროშენკო გახლდათ პირდაპირ ეთერში, სადაც მანდ ისაუბრა ქართველ ხალხსა და მათ გვერდში დგომასთან დაკავშირებით.

“მე მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ერს ამ მხარდაჭერისთვის, ასეთი მასშტაბური აქციებისთვის, ჩვენი ერისთვის და ქვეყნისთვის. ქართველმა ხალხმა იცის, თუ რას ნიშნავს რუსული ჯარის ყოფნა თავის ტერიტორიაზე. მსოფლიოც და ღმერთიც ჩვენთან ერთად არის. პუტინი ყველაფერზე პასუხს აგებს, რაც ჩვენთან და თქვენთან ჩაიდინა.”- განაცხადა პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ პოროშენკო ბრძოლის წინა ხაზზეა და უკვე მესამე კვირაა თავის ხალხთან ერთად იცავს უკრაინას.