პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეროვნული შერიგების ინიციატივის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” ლიდერებს, კობახიძეს,, მდინარაძეს და პაპუაშვილს შეხვდა.
ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, პრეზიდენტი განაგრძობს პოლიტიკურ ლიდერებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას. შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე პაპუაშვილი და უმრავლესობის სხვა წარმომადგენლები.
დღეს ასევე დაგეგმილია შეხვედრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან, ნიკა მელიასთან.