პროტესტის ნიშნად, გაეროში რუსეთის წარმომადგენლობამ დარბაზი დატოვა

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოს პრეზიდენტის გამოსვლისას დარბაზი დატოვა.

თავის გამოსვლაში ჩარლზ მიშელმა პირდაპირ მიმართა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს ვასილი ნებენზიას და რუსეთი სასურსათო კრიზისის პროვოცირებაში დაადანაშაულა.

„კრემლი იყენებს საკვების მარაგს, როგორც უხილავ რაკეტებს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ… კრემლი უტევს ბეღლებს და იპარავს მარცვლეულს უკრაინიდან, ადანაშაულებს სხვებს“, – თქვა მიშელმა.

ამ სიტყვების შემდეგ ნებენზია ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა. “ბატონო ელჩო, თქვენ შეიძლება დატოვოთ დარბაზი. შეიძლება უფრო ადვილი იყოს სიმართლის არ მოსმენა”, – უპასუხა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.

ინფორმაცია გაავრცელა – World Military- მ.