პუტინი იზოლაციაში ექცევა

სამმა ქვეყანამ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოკავშირეა CSTO-ს ფარგლებში, გამოაცხადა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მათი მოქალაქეებისთვის თუკი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთვებიან.

უკრაინული მედია იუწყება, რომ უზბეკეთმა, ყაზახეთმა და ყირგიზეთმა თავიანთ მოქალაქეებს რუსეთისთვის ბრძოლა აუკრძალეს.

ქვეყნების მთავრობებმა შეახსენეს თავიანთ მოქალაქეებს, რომ თუ ისინი მონაწილეობას მიიღებენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში, მათ ოჯახებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებათ.