რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების – ლუჰანსკისა და დონეცკის – დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. სატელევიზიო ეთერით გამოსვლის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ამ სეპარატისტული რეგიონების ლიდერებთან ერთად “მეგობრობის, ურთიერთდახმარებისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ” დეკლარაციებსაც მოაწერა ხელი.
კრემლმა რამდენიმე საათის წინ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო და რომ პრეზიდენტმა პუტინმა ამის შესახებ გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს უკვე აცნობა.