რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა – დონბასისა და ლუგანსკის “დამოუკიდებელ რესპუბლიკად” გამოცხადების შემდეგ რამოდენიმე წუთში ბრძანება გამოსცა, რითაც ჯარების გადასროლა მოითხოვა ამ ორ ქალაქში. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის ფედერაცია ემზადება ფართომასშტაბიანი დაპირისპირებისთვის.
თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი ესაუბრება ბაიდენს და ბორის ჯონსონს. მათ ძალიან ხისტი პოზიცია დააფიქსირეს რუსეთის ამ ქმედებასთან დაკავშირებით და ხვალ დილიდანვე ამოქმედდება მთელი რიგი სანქციებისა. უკვე დღესვე რუსული “გაზპრომის” აქციები 16% ით დაეცა და როგორც იუწყებიან ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.
რუსეთმა გააკეთა ის, რაც ჩაიფიქრა, ახლა ჯერი უკრაინაზეა თუ რას დაუპირისპირებს მათ.