ჟელიანა ზოვკო: ეს ბოლო შანსია

​​​ევროპარლამენტარი ჟელიანა ზოვკო ამბობს, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების ბოლო შანსია. ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, განსხვავებები გვერდით გადადონ და მიზნის მისაღწევად ერთად იმუშაონ.

“ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ბოლო შანსია. თუ საქართველო ვერ გააკეთებს იმას, რაც თავის დროზე ჩემმა ქვეყანამ, ხორვატიამ შეძლო, როცა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ განსხვავებები გვერდით გადადეს და ერთი მიზნისთვის იმუშავეს, ქართველი ხალხის ოცნება ვერ ასრულდება, ეს არის ჩემი გზავნილი”, – თქვა მან.