ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის ჰოსპიტალიზებულია და კოვიდ-19 ის ახალ შტამს “ომიკრონს” ებრძვის.
“ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ცენტრალურ ოფისში თანამშრომლებს განუცხადეს, რომ ჟირინოვსკიმ გადაწყვიტა პრევენციის მიზნით, „ომიკრონის“ შტამის მასიური გავრცელების გათვალისწინებით, დროებით სახლში, კარანტინში გადასულიყო და დისტანციურად ემუშავა. პოლიტიკოსის დიაგნოზის შესახებ მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა, მათ შორის მისმა პირადმა დაცვამ, თანაშემწეებმა და აპარატის უფროსმა.
ამასთან, „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მათივე ინფორმაციით, პოლიტიკოსი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში 2 თებერვლიდან იმყოფება.