მას შემდეგ რაც უკრაინის რადაში, მოკავშირე ქვეყნების დროშებში საქართველო არ მოხვდა, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამის მიუხედავად აღნიშნულ ფაქტს ხელისუფლება კვლავ პასიური ქმედებებით პასუხობს.

ხელისუფლებიდან აქტიურობის მომლიდინე ოპოზიციურმა პარტიებმა ზუგდიდში, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს. სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა საქართველოს დროშაზე ხელმოწერები დატოვეს, რასაც შემდეგ უკრაინაში გაგზავნიან.
“გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში მთელი თავისუფალი სამყარო იდგა უკრაინის გვერდით. საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ გაუშვა ხელიდან შანსი დაემტკიცებინა მისი მყარი პოზიცია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საქართველოს დროშაზე გავაკეთოთ ხელმოწერები, რომელსაც ელენე ხოშტარია წაიღებს უკრაინის უმაღლეს რადაში. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დავუწერე ყველა პარტიას, მათ შორის “ქართულ ოცნებას”, გახარიას პარტიას, რომ მზად ვიყავით, მიგვეღო მათი ხელმოწერებიც, დღეს, საჯარო მოხელეებისგან მივიღე წერილები, რომ მათ აუკრძალეს მოსვლა დღევანდელ აქციაზე”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, პარტია “დროას” წარმომადგენლმა მარიამ სიჭინავამ.