რამდენი მილიარდი დოლარი უჯდება რუსეთს ომის დაწყება?!

რუსეთის ფედერაცია,უკვე მეჩვიდმეტე დღეა უკრაინას უტევს და ცდილობს მის სრულად ანექსირებას,თუმცა ეს ამ ეტაპზე ისეთივე შეუძლებლად ჩანს, როგორც საბჭოთა კავშირის თავიდან აღორძინებაა. დღითი-დღე უკრაინული არმია უფრო და უფრო მობილიზებული და მომზადებული ხვდება ოკუპანტებს და შესაბამისად, მათ არ აქვთ არც ერთ ქალაქში წინსვლის შესაძლებლობა. მეტსაც გეტყვით, ზოგიერთ წერტილში უკრაინის ჯარი კონტრ-შეტევაზე გადავიდა და პოზიციები დაიბრუნა.

პუტინის მთავარი მიზანი არის კიევის აღება და ხელისუფლების ცვლილება. კიევი არის ძალიან დაცული და ორკებს არ აქვთ შანსი კიევთან მიახლოების. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით კიევს მიუახლოვდნენ არ შეესაბამება სიმართლეს. კიევის ჩრდილოეთით რუსები 60 კილომეტრის მოშორებით არიან, ხოლო დასავლეთით კი 100 კილომეტრით. ეს ცხადყოფს,რომ მათი მიზანი უფრო და უფრო არარეალური ხდება.

უკრაინული თავდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 13 ათასზე მეტი რუსი სამხედრო განადგურებულია და ფინანსური ზარალი კი 5,1 მილიარდ დოლარს აღემატება. ეს ყველაფერი პირდაპირპროპროციულად უკრაინული მობილური არმიის დამსახურებაა, ისინი ჩასაფრებებით ანადგურებენ რუსების ძვირადღირებულ ტექნიკებს. ეკონომიკური სანქციების ფონზე ეს არის უდიდესი დარტყმა და ზარალი რუსეთის ფედერაციისთვის.

პოზიციები ყოველწუთიერად იცვლება მარიუპოლსა და ლვივში, თუმცა ოკუპანტებს ხელშესახები წარმატება არც ამ ორ ქალაქში აქვთ.