რამშტაინის ბაზაზე მე-9 შეხვედრა მიმდინარეობს

როგორ მოგეხსენებათ, დღეს რამშტაინის სამხედრო ბაზაზე რიგით მეცხრე შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საუბარია უკრაინის კოლექტიური თავდაცვის გეგმის შემუშავებასა და დახმარებების პაკეტებზე, რასაც უკრაინელები მიიღებენ.

როდესაც ჩვენ ვიკრიბებით უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-9 შეხვედრაზე, მახსენდება ის დადებითი განსხვავება, რაც ამ შეკრებებს ქმნის უკრაინული ძალებისთვის. ჩვენი ძალისხმევისა და ქვეყნის შემოწირულობების კოორდინაცია აგრძელებს ხელშესახებ დივიდენდებს როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მის გარეთ – განაცხადა ოსტინმა.