რამშტეინის ბაზაზე საქართველო და მოლდოვაც იქნება

როგორც მოგეხსენებათ “რამშტეინის” ბაზაზე, აშშ- მ ყველაზე მასშტაბური რაოდენობის შეიარაღება განათავსა. სამხედრო ბაზის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ოქტომბერში გერმანიაში სხვადასხვა იარაღითა და აღჭურვილობით დატვირთული 100-მდე კონტეინერი ჩავიდა.

„შეიარაღების განთავსება მიზნად ისახავს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი პასუხი აგრესიული აქტორებისგან შექმნილი საფრთხის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავიაბაზა „რამშტეინი“ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვარგარეთ არსებული უმსხვილესი დასაყრდენი პუნქტია. ავიაბაზაზე ასევე განთავსებულია ევროპაში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების შტაბ-ბინა.

ამ სამხედრო ბაზაზე განიხილება უკრაინის დაცვის გეგმები, რომელსაც საქართველო და მოლდოვაც შეუერთდება და იქნება ამ დიდი თავდაცვის კოალიციის წევრი.