რას აპირებს ჩინეთი უკრაინის ომში?!

ჩინეთი აქტიურად განიხილავს რუსეთთან თანამშრომლობის უკრაინის წინააღმდეგ, ამის საპასუხოდ გერმანიის კანც-ლერმა შოლცმა განაცხადი გაავრცელა.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ჩინეთს მოუწოდებს, რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომში დახმარების აღმოჩენის მიზნით იარაღი არ გაუგზავნოს და მოსკოვთან კავშირი მხოლოდ იმისთვის გამოიყენოს, რომ უკრაინიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვოს.

„ჩემი გზავნილი პეკინისთვის ნათელია: გამოიყენეთ თქვენი გავლენა მოსკოვში, რათა მოითხოვოთ რუსული ჯარების გაყვანა და არ მიაწოდოთ იარაღი აგრესორ რუსეთს“, – განაცხადა შოლცმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჩინეთი რუსეთისთვის, უკრაინის ომში გამოსაყენებლად, იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მტკიცებით, ჩინური კომპანიები რუსეთს უკვე უწევენ „არალეტალურ მხარდაჭერას“ და არსებული ინფორმაციით, პეკინმა მოსკოვს, შესაძლოა, „ლეტალური მხარდაჭერაც“ აღმოუჩინოს.