რას გააკეთებდა სააკაშვილი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი რომ თავისუფალი იყოს, უდიდეს როლს შეასრულდება და დიდ სამუშაოს გასწევდა უკრაინის კრიზისის განმავლობაში. ორი დღის წინ გამართულ კონფერენციაში, რომელიც მიუნხენში ჩატარდა, პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად იქნებოდა და უშუალოდ იქნებოდა ჩართული კონფლიქტის მიმდინარეობის ამბებში. მან არაერთი განცხადება გაავრცელა უკრაინის მხარდასაჭერი და არავის ეპარება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ზელენსკისთან ერთად იქნებოდა და ევროპელ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებდა უკრიანის მხარდასაჭერად.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კი მხოლოდ ერთი რეზოლუციით შემოიფარგლა, სადაც არც კი ახსენეს რუსეთის ოკუპაციური და აგრესიული პოლიტიკა. არც ერთი დიდი თანამდებობის პირი არ ჩასულა უკრაინაში და ამის საპასუხოდ არც ერთ უკრაინელ პოლიტიკოსს უხსენებია საქართველოს მთავრობა. ეს პირველ რიგში დააზიანებს ჩვენს ავტორიტეტს დასავლეთში და რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს.