რას იტყვის პუტინი საგანგებო ბრიფინგზე?!

ვლადიმერ პუტინი თბილისის დროით 13:00 საათზე მიმართავს რუსეთის მოსახლეობას, რისთვის საგანგებო მზადება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დედაქალაქის ცენტრში შინიშნება დიდი რაოდენობით როსგვარდიის სპეცრაზმების მობილიზება, ბლოკირებულია ქუჩები და მოედნები.

ამავდროულად, ბოლო საათებში, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში ბელგოროდში, კურსკში, როსტოვში, კრასნოდარში დაფიქისრდა დიდი რაოდენობით საბრძოლო ავიაციის ფრენები.

საინტერესოა ისიც, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქერბს 20-26 თებერვლის განმავლობაში არ ეწვიონ რუსეთის ფედერაციას და განსაკუთრებით შეიკავონ თავი, რუსეთში, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში ვიზიტისგან.

ასევე, როგორც ირკვევა, მოსკოვს ეწვევა ჩინეთის საგარეო საქმეტა მინისტრი ვანგ ი, რომელიც შეხდება თავის რუს კოლეგას და ვლადიმერ პუტინს, მოლაპარაკებები გაიმართება რუსეთ-ჩინეთის უახლოესი და სტრატეგიულ თანაშმრომლობის საკითხებზე.

ვითარებას ამწვავებს, დილიდან რუსული არტილერიის უწყვეტი ცეცხლი ხარკოვის, სუმის და ჩერნიგოვის რეგიონებში.

პარალელურად კი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ამზადებს საყოველთაო მობილიზაციას, რომელიც შეეხება სტუდენტებსაც.