“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარტიის პოლიტ-საბჭოს დასრულების შემდეგ მათი გადაწყვეტილება გამოაცხადა და საპარალამენტო ბოიკოტი შეწყვიტა და დაანონსა პარლამენტში შესვლა. ცხადია, ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა პარტიის ამომრჩევლებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორისაც,აზრებიც ორად გაიყო.
ერთის მხრივ,ბოიკოტის შეწყვეტა და საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება შეიძლება ჩათვალოს ბრძოლის მეთოდების შეცვლა და ქუჩიდან საპარლამენტო კაბინეტებში გადანაცვლებით,რისი უამრავი მაგალითი გვაქვს,მაგრამ უშედეგოდ, თუმცა სხვადასხვა ბრძოლის გზებით შეტევა არ არის ცუდი სტრატეგია. “ენმ” – ის მთავარი მიზანია, მათი პარტიის ხელმძღვანელის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის- მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება რუსთავის იზოლატორიდან და ამისთვის მათ გაზაფხულზე დაანონსეს საპროტესტო აქციების ტალღა,მაგრამ ეს რამდენად კარგად ჟღერს ხალხში რთული აღსაქმელია,ჩნდება ბევრი შეკითხვა,რატომ გაზაფხული?
მეორეს მხრივ, ქუჩის პროტესტმა და საპარლამენტო ბოიკოტმა საკუთარი პოლიტიკური გავლენა იქონია პროცესებზე და როგორც რაღაცას აქვს დასაწყისი და დასასრული, ასევე მოქმედებს ეს კანონი აქაც. ბოიკოტმა იმუშავა და გადაიხარშა,საჭირო იყო ცვლილება სტრატეგიაში. ბოიკოტი უფრო ეფექტური იქნებოდა,თუ სხვა ოპოზიციური პარტიები უფრო მყარად დადგებოდნენ თავიანთ პოზიციებზე და არ შევიდოდნენ საკანონმდებლო ორგანოში,თუმცა როგორც უკვე ვახსენე ამან საკუთარი პოლიტიკური შედეგი დადო. დრო გვაჩვენებს,რომელი მეთოდი უფრო მომგებიანი იყო და რომელმა უფრო იმუშავა,თუმცა ამის თქმა ერთ თვეში არის ძალიან რთულია,ამ მოცემულობიდან ბოიკოტის გაგრძელება უფრო კარგი პერსპექტივის მომცემია,რადგან ეს პარტია პირველი იყო ,რომელიც მიიჩნევდა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და სადეპუტატო მანდატების გადანაწილება უსამართლო იყო.