იუსტიციის მინისტრის კომენტარი კადრების გასაჯაროვებაზე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ კომენტარი გააკეთა, იუსტიციის სამინისტროს მიერ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის დასკვნის გასაჩივრების თაობაზე. ”ჩვენ გვქონდა მყარი არგუმენტები, თუ რატომ მოხდა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება. საბოლოოდ კი ამ გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეაფასოს სასამართლომ. ეს არის სამართლებრივი პროცედურა. ჩვენ გვქონდა განსხვავებული მოსაზრება, რომელიც არის დასაბუთებული და ბუნებრივია, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლო ხელისუფლებამ, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.

„ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გვაქვს მყარი სამართლებრივი პოზიცია. ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად კანონიერი, ემსახურებოდა მრავალგზის საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას და იმის გამორიცხვას, რომ საზოგადოება შეცდომაში ყოფილიყო შეყვანილი, რაც ეხებოდა სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას, მათ შორის, ფაფებისა და წვენების ეპიზოდს. ეს ემსახურებოდა სახელმწიფოში მშვიდობის, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების ინტერესებს“, – განაცხადა მინისტრმ