რატომ დუმს საქართველოს მთავრობა?

უკრაინის კონფლიქტის დაწყებისთანავე, მთელი დასავლური სამყარო აქტიურად ჩაერთო ამ დიდ გეოპოლიტიკურ გამოწვევაში და ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანა უკრაინის მხარდასაჭერად. დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა,პოლონეთი, თურქეთი, ბალტიისპირა სახელმწიფოები და იაპონია, ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, ვინც პირველივე დღიდან აქტიური მოთამაშეები არიან მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას და არამხოლოდ მხარდაჭერას , მათ გაგზავნეს სამხედრო ძალა და სამხედრო აღჭურვილობები მათ დასახმარებლად. ჩნდება კითხვა, სად არის საქართველო და რა პოზიცია აქვს ქართულ მხარეს ამ კონფლიქტთან დაკავშირებით?

უკრაინის კონფლიქტის მოგვარება და მისი შედეგები პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია საქართველოსთან, იქ ხდება იგივე, რაც ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 2008 წელს. მაშინ სად იყო უკრაინა? მაშინდელმა პრეზიდენტმა იუშენკომ პირველივემ დააფიქსირა საქართველოს ტერორიტორიული მთლიანობა და ქართველ ხალხს გვერდში დგომა გამოუცხადა. ცხადად გვახსოვს მისი განცხადებები და მოწოდებები, გარდა ამისა, უკრაინელი სამხედროები ფიზიკურადაც იდგნენ ქართველების გვერდით. ამჟამად, ქართული საგარეო პოლიტიკა არის ძალიან სუსტი, მხოლოდ ის შეიძლება ითქვას,რომ მომზადდა რეზოლუცია, რომელშიც არც ერთი სიტყვით არ არის ნახსენები რუსეთის მანიაკალური და დამპყრობლური პოლიტიკა. ამ ფაქტს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად, ექსპერტებმა და პოლიტიკოლოგებმაც ღიად განაცხადეს, რომ ეს რეზოლუცია პირდაპირ ჰგავს ქართულ საგარეო პოლიტიკას ბოლო წლებში და ისეთივე სუსტია, როგორც ჩვენ საგარეო გეოპოლიტიკური გზა.

ქართული მხარე ვალდებულია ოფიციალური ვიზით ჩავიდეს უკრაინაში და ევროპელ ლიდერებთან ერთად ისაუბროს კონფლიქტის მოგვარების გზებზე და აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში. ჯერაც არ არის გვიანი ამ პოლიტიკური სვლისთვის…