ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, რუსეთს, სავარაუდოდ, არ აქვს საკმარისი რეზერვები, იმისთვის, რომ ამ ზამთარს ლუგანსკის ოლქში შეტევის მასშტაბები მკვეთრად გაზარდოს. ISW-ის ცნობით, ამ ეტაპზე, რუსული შეტევები ძირითადად სწორედ ლუგანსკის ოლქში მიმდინარეობს.
ყოველდღიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე კრიტიკული სატანკო ქვედანაყოფის არარსებობა მიუთითებს იმაზე, რომ რუსი სამხედროები აგრძელებენ ძალისხმევას აღჭურვილობის, განსაკუთრებით ტანკების, შესაცვლელად, რომელიც დაიკარგა წინა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციების დროს.
ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთს კვლავ აქვს რეზერვში რამდენიმე მექანიზებული დანაყოფები, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შეზღუდული რეზერვი მკვეთრად შეცვლის შეტევების კურსს ლუგანსკის ოლქში.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეტევებს გააგრძელებს და შესაძლოა, დროებით მოიპოვოს კიდეც იმპულსი, თუმცა აღნიშნავენ, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთს მნიშვნელოვანი მიღწევები არ ექნება- წერს მთავარი არხი.