გუშინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პოლიტიკური პარტია,”გახარია-საქართველოსთვის” ლიდერი – გიორგი გახარია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შეხვედრა გამართა სენაკისა და ზუგდიდის საკრებულოს წევრებთან მისივე პარტიიდან. ცხადია ამ ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან სწორედ ამ ორ ქალაქში ვერ მოხდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და ისეთი დინამიკა შეინიშნება, რომ შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ცხადია გახარიას შეხვედრა საკუთარ პოლიტიკური პარტიის წევრებთან ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.
გასულ კვირას ზუგდიდში “ქართული ოცნების” წევრები მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე ჩავიდნენ და მათაც შეხვედრა გამართეს ადგილობრივ პარტიულ წარმომადგენლებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ორივე პარტია ემზადება ახალი, ვადამდელი არჩევნებისთვის.