გუშინ სოციალურ მედიასა და მედია – საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა საქართველოში საგანგებო ვიზიტით იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას ორ- აზროვანი გამოხმაურება მოჰყვა და ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე, ანუ ამ მომენტამდე, რადგან ოფიციალური განცხადება არავის გაუკეთებია, შესაძლოა ვივარაუდოთ მისი ჩამოსვლის რამოდენიმე მიზეზი.
პირველი და სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი შეიძლება იყოს უკრაინის საკითხი და ფორმატი ბრიტანეთი – უკრიანა – პოლონეთი და მათი კავშირის გაფართოების შესაძლებლობა და ამ საკითხზე პრეზიდენტის აზრი. ამ მოსაზრებას ეთანხმება ასევე ექსპერტი – ზურა ბატიაშვილი, ის ფიქრობს რომ პრეზიდენტის ვიზიტი აუცილებლად უკრაინის საკითხთან არის დაკავშირებული. ახლა მნიშვნელოვანია, თუ ეს მოცემულობაა რას პასუხობს საქართველო დუდას და მთელ დასავლეთს,თუ მათ მართლა შესთავაზეს ალიანსში შესვლა.
ამ მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რამოდენიმე დღის წინ , ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ, ძალიან საინტერესო მოსაზრება ჩამოაყალიბა, იგი ფიქრობს, რომ სადაც ტყვია გავარდება საქართველო ვალდებული არ არის გაწევრიანდეს. ანუ ღიად დააფიქსირა ის მოსაზრება , რომ თუ ალიანსში გაწევრიანების საკითხი დადგება, არ არის აუცილებელი საქართველოს გაწევრიანება ამ ერთობაში.
ასევე გაჩნდა კიდევ ერთი მოსაზრება, რომ დუდამ საქართველო ტრანზიტ ზონად გამოიყენა და შემდგომ განაგრძო საკუთარი ვიზიტი. საინტერესოა ოფიციალურად ქართული მხარე რას გაავრცელებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა საკმაოდ რეალურია ის ფაქტი, რომ ეს სრულად უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ეხებოდეს.