რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად ომი გამოუცხადა უკრაინას და დილიდანვე დაიწყო სამხედრო მოქმედებები. აბსოლიტურად ყველა ქალაქში საომარი მოქმედებებია გამოცხადებული და უკრაინელები მაქსიმალურად იცავენ საკუთარ თავს, აუცილებლად სათქმელია, რომ უკრაინას ამჟამად მხოლოდ მარტო უწევს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა.
რა სურს პუტინს? კიევი!! კიევი!! აი სწორედ კიევი არის პუტინის მთავარი გეგმა, თავზეხელაღებულმა ლიდერმა გადაწყვიტა კიევის აღება და უკრაინის ხელისუფლების გადაყენება. ბელორუსიის საზღვრიდან რუსებმა დაიწყეს სამხედროების შემოყვანა, სწორედ მანდ არიან განლაგებულნი ქართული “ლეგიონის” წევრები და მათ მოუწევთ რუსი სამხედროების წინააღმდეგ პირველი დარტყმების მიყენება. დაიბომბა მარიუპოლი და ხარკოვი, ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული წერტილები.
ამ დროისთვის დაღუპულია რვა უკრაინელი მოქალაქე და დაბომბილია ბორისპოლის აეროპორტი. პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ლუგანსკის ოლქში უკვე მცდელობა ჰქონდათ საოკუპაციო ზოლის გადასვლის,მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა უკან დაახევინეს რუსეთს.
ბაიდენმა,ჯონსონმა და ზელენსკიმ ერთმანეთში ისაუბრეს და პირობა მისცეს, რომ ანტიპუტინური კოალიცია შეიქმნება მათ მიერ.
გამარჯვება უკრაინას!