რა ემუქრება რუსეთს დეფოლტის შემდეგ?!

როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაცია 1918 წლის შემდეგ, მეორედ აღმოჩნდა დეფოლტის წინაშე. საინტერესო პროცესები დაიძრა და ნამდვილად დიდი გავლენა ექნება ამ ფაქტს თავად რუსეთის ეკონომიკაზე.

ეკონომიკური დეფოლტი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა საგარეო ვალებს ვერ იხდის და შესაბამისად უწევს მთელი იმ სირთულეებს გადალახვა, რაც დეფოლტს ავტომატურად მოჰყვება.

თავის მხრივ ამ ყველაფერს გონივრული ვადა სჭირდება, რათა იმუშავოს და სასურველი შედეგი დაიდოს რუსეთის საწინააღმდეგოდ.

რუსეთის ფედერაცია საკუთარ მოსახლეობას აწყნარებს და ამბობს, რომ მათი ეროვნული ვალუტა გამყარებულია და საფრთხე არ ემუქრებათ, რაც სრული სიცრუეა.

ის ფაქტი ნამდვილია, რომ რუბლი გამყარდა, თუმცა ეს გამყარება არის არაპირდაპირი, თუ უფრო ზუსტად ავხსნით, ეს განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ქვეყნაში იმპორტი საერთოდ არ ხდება და მცირე ექსპორტზე გატანილი პროდუქცია იძლევა ამ მოცემულობას.

ფაქტი ერთია, რუსეთის ფედერაცია მძიმე დღეშია, რაც უფრო დრო გავა მით უფრო გართულდება.