რა ვითარებაა ამჟამად უკრაინაში?!

სამხედრო-ანალიტიკურმა ცენტრმა, World Military გაავრცელა ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ, აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის მიერ გაკეთებული ბოლო ანალიზი:

▪️ ამ ეტაპისთვის არ არსებობს რუსების რაიმე სახის სერიოზული წინსვლა, პრაქტიკულად მათი ყველა შეტევა შეჩერებულია.

▪️რუსული ძალები კიევის ჩრდილოეთით დაახლოებით 15 კმ-ის დაშორებით გოსტომელის აეროპორტის მიმდებარედ არიან განთავსებული. ისინი ცდილობენ მოწინავე ძალების ზურგში დამატებითი ძალების შემოდინებას, თუმცა არა დიდი ტემპებით.

▪️ჩერნიგოვზე თავდასხმა შეჩერებულია. იქ არის ძალიან ძლიერი უკრიანული წინააღმდეგობა. ჩვენ ვაფასებთ, რომ არსებითად ჩერნიგოვი იზოლირებულია, თუმცა უკრაინელებმა შაბათ-კვირას ცადეს გაეხსნათ საკომუნიკაციო ხაზი სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით (ანუ კიევისკენ).

▪️ რუსები არიან ბროვართან, კიევის აღმოსავლეთში, თუმცა ბროვარს აკონტროლებს უკრაინული ძალები.

▪️უკრაინელები აგრძელებენ დიდი წინააღმდეგობას ხარკოვში, ძირითადად გარეუბნებში, თუმცა ისინი ვერ უახლოვდებიან ცენტრს. ხარკოვში გრძელდება მძიმე და მნიშვნელოვანი ბრძოლები.

▪️უკრიანული ძალები აგრძელებენ ქალაქ ნიკოლაევის დაცვას. რუსული ძალები ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით იმყოფებიან. პარასკევის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი მოძრაობა არ ყოფილა. ოდესაში არ არის ბრძოლები, ამავდროულად არ ჩანს ოდესაზე დესანტირების რუსული გეგმები.

▪️კვირას, რუსეთის შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენებიდან ლვოვში პოლონეთის საზღვრიდან 15 მილის მოშორებით სამხედრო ბაზის მინიმუმ 7 ობიექტზე განხორციელდა 2 ათეულზე მეტი ფრთოსანი რაკეტით თავდასხმა. აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ რადგან რაკეტები გაუშვეს რუსეთის ტერიტორიიდან არასაფრენოსნო ზონის გამოცხადება ხელს ვერ შეუშლიდა თავდასხმას.

▪️უკრაინაში შაბათ-კვირას დამატებით გაიგზავნა 200 მილიონის სამხედრო დახმარება, იგეგემება შემდგომი დახმარების პაკეტების დაგეგმვა-გაგზავნა.

▪️რუსეთი არ ცდილობს ქვეყნის სხვადასხვა სამხედრო ოლქებიდან დამატებითი ძალების გადაყვანას ან ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების ჩამოყალიბებას, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი რეკლამირებას იწევენ მებრძოლებს ახლო აღმოსავლეთიდან. ჩვენ არ გვინახავს, რომ რუსები ცდილობენ დამატებითი მარაგების შევსებას.

▪️ მოუხედავად იმისა, რომ რუსეთმა შეტევის დაწყებიდან უკვე 900-ზე მეტი რაკეტის გაშვება განახორციელა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით, თუმცა მათ ჯერ კიდევ დიდი შესაძლებლობა აქვთ დარჩენილი.ჩვენ ვაფასებთ მათ ხელმისაწვდომ სამხედრო ძალას 90%-ზე ოდნავ მცირედ.

▪️არსებობს გარკვეული სისტემები, რომლებსაც ვაძლევთ უკრაინას, თუცმა არ ვაპირებთ ამ ეტაპზე მათ დასახელებას.

▪️ჩვენ არ ვასახელებთ რაოდნეობას, ვადებს და მარშრუტებს, რადგან ეს სისტემები შენარჩუდნეს უსაფრთხოდ და მიეწოდოს რაც შეიძლება სწრაფად.

▪️ყველა იმ მიამრთუელბაზე, გარდა სამხრეთისა უკრაინელების მედგარი წინააღმდეგობის გამო, რუსეთს არ აქვს საგრძნობი წინსვლა. თუმცა სამხრეთში უკრაინული ძალების აქტიური და ზუსტი მოქმედებების გამო, სამხრეთშიც რუსების წინსვლა შეფერხებით გრძელდება.

▪️ რუსები ზოგიერთ მიმართულებაზე მიზან მიმართულად გადაჯგუფდნენ და დაიწყეს ხელახალი შეტევები, რათა შეეცვალონ საკუთარი საბრძოლო გეგმა მიზნის მისაღწევად.

▪️ჩვენ მაინც ვიტყვით, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე კვლავ სადავოა რუსებმა მიუხედავად დიდი უპირატესობისა საჰაერო საბრძოლო საშუალებების კუთხით, ვერ შეძლეს უკრიანული ცის სრული კონტროლი.

თუმცა რადგანაც სივრცე დიდია და ვითარება დინამიურია, არის ზონები, სადაც ხან ერთი ფლობს უპირატესობას ხან მეორე.

რუსები დაფრინავენ უფრო მეტნი და უდრო ბევრჯერ, თუმცა უკრაინელებმა შეძლეს და წარმატებით იყენებენ, როგორც ავიაციას, ჰსთ სისტემებს და ,,მანპადებს”.

აშშ აგრძელებს უკრაინასთან დიალოგს, დამატებითი დახმარების შესახებ.

მოუხედავად პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს რუსული სარაკეტო დარტყმისა, პოლონეთში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ნაწილებში არ მოხმდარა რაიმე გადაადგილება, არ მიღებულა რაიმე გეგმეა და არ ყოფილა დამატებით კონკრეტული გადაწყვეტილებები.