რა ვითარებაა დონეცკში?!

სამხედრო-ანალიტიკურმა ცენტრმა – World Military გაავრცელა ინფორმაცია ქალაქ დონეცკთან დაკავშირებით:

დონეცკი, სადაც ომის დაწყების პირველივე დღეებიდან სეპარატისტულმა და რუსულმა ძალებმა მოახერხეს სამხრეთ-დასავლეთით მარიუპოლის მიმართულებით ფრონტის გაჭრა, ამავდროულად რუსებმა შეძლეს დონეცკის დასავლეთით ქალაქ ვოლნოვახას აღება, რითაც დაუკავშირდნენ ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთიდან დაძრულ რუსულ ძალებს.
ამ დროისათვის ყველაზე რთული ვითარებაც, სწორედ რომ დონეცკის ოლქის საპროტო ქალაქ მარიუპოშია, ქალაქი იმყოფება სრულ ბლომადაში, რუსები ცდილობენ ქალაქში შეღწევას მინიმუმ 3 მინართულებიდან, სწორედ ამიტომ ინტესნიურად იბომბება ავიაციით, არტილერიითა და რაკეტებით ქალაქში არსებული ნებისემირი ცოცხალი თუ არაცოხალი სამიზნე. რის გამოც, ~3000 მშვიდობიანი მოსახლე უკვე დაიღუპა. მარიუპოლში არის ჰუმანიტარული კატასტროფა. მიუხედავად, ამისა პოლკი აზოვის, ტერიტორიული თავდაცვის, საპოლიცოო და სხვა ძალები აგრძელებენ ქალაქის დაცვას.

გადმოვინაცვლოთ, უკრაინის სამხრეთში და ვისაუბროთ ყირიმიდან დაწყებულ შეტევის 2 მიმართულებაზე.

პირველი, ეს არის რუკის მიხედვით ყირიმიდან მარცხენა შეტევის მიმართულება, სადაც რუსებმა ხერსონის დაკავებისა და მეტწილად ათვისების შემდეგ შეტევა დაიწყეს ქალაქ ნიკოლაევზე, თუმცა ქალაქის ცენტრისკენ შეტევის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ბრძოლები მიდის ნიკოლაევის ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებით. პარალელურად, იბომბება მშვიდობიანი მოსახლეობა.მიუხედავად ამისა ქალაქი დგას და არ აძლევეს ოკუპანტებს საშუალებას ოდესის მიმართულებით გადაადგილდნენ.

რაც შეეხება, რუკის მიხედვით ყირიმიდან მარჯვენა მიმართულებას, რუსებმა საწყოს დღეებშივე დაიკავეს მელიტოპოლი, ბერდიანსკი, ენერგოდარი და დასავლეთიდან ცაკეტეს მარიუპოლი, ამავდროულად შეუერთდნენ დონეცკის რუსულ ძალებს და მოახიდნეს მარიუპოლის სრული ბლოკადა.

პერსპექტივებში ჩანს, რომ იგეგემება დონბასის უკრაინული ძალების ე.წ. ქვაბში მოქცევა, ერთის მხრივ ლუგანკის ჩრდილოეთიდან და ხარკოვის სამხრეთიდან დაწყებული შეტევით, მეორეს მხრივ კი ზაპოროჟიეს სამხრეთიდან და დონეცკის დასავლეთიდან დაწყებული შეტევის მიმართულებით.

სავარაუდოდ, სწორედ დონბასის უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას ოდება რუსული გენშტაბი კიევზე შეტევის დასაწყებად.

თუმცა, ყველაფერი ასეთი მარტივი როდია. უკრაინელებმა შეძლეს და რუსების მიერ ნებით თუ ძალით აღებული ოპერატიული პაუზა, საუცხოოდ გამოიყენეს, განახორციელს რამდენმე კონტრშეტრვა, კიევის, ჩერნიგოვის და ხარკოვის მიმართულებით, რაც მთავარია წარმატებით. პარალელურად, უკრაინის სპეც ძალები და ტერ. თავდაცვა შეუჩერებლივ ესმიხ თავს რუსეთის არმიის ლოჯისტიკურ კოლონებს, ნადგურდება საწვავმზიდები, საინჯინრო ტექნიკა, საბრძოლო ტექნიკა, ცოხალი ძალა. ამავდროულად, უკრაინული არტილერია შესაშური სიზუსიტით ანადგურებს რუსულ პოზიციებს ყველა საბრძოლო მიმართულებით, იქნება ეს კიევი, ხარკოვი, დონბასი თუ ხერსონი.

განსაკუთრებული ეფექტურობით მოქმედებს ქვეყნის ჩრდილოეთში, როგორც საბრძოლო ისე სადაზვერვკ დრონები, რომელთა მიერ ან თავად ხდება რუსეთის არმიის განსაკუთეებული სამიზეენბის, კერძოდ, მსხვილკალიბრიანი არტილერიის, ჰსთ და რებ სისტემების, სამეთაურო პუნქტების და საწყობების განადგურება ან არტილერიას აწვდიან კოორდინატებს, შემდეგ კი უბრალოდ ჯოჯოხეთი ეხემა თავს რუსულ ქვედანაყოფებს.

უკრაინული ავიაციისა და ჰსთ სისტემების წარმატებული კომპლექსური მუშაობის შედეგად ცაში სრული კონტროლი კვლავ არ აქვთ რუსებს, რის გამოც ვერ ხდება უკრაინის სიღრმეებში და დიდი ქალაქების თავზე ბომბდამშენი ავიაციის გამოყენება.

საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ოდესის ოლქის უკიდურეს დასავლეთში, კერძოდ ყირიმიდან დაძრულმა 10-ზე მეტი სამხედრო ხომალდისგან შემდგარმა დაჯგუფებამ, რომელთაგან მინიმუმ 5 დიდი სადესანტო ხომალდია, გადაინაცვლა შავი ზღვის ცრდილოეთში, უკრაინის სანაპიროების სიახლოვეს, შემდეგ კი სწორედ ზემო აღნიშნულ მიმართულებაზე სანაპირო ზოლზე განახორიცელა ძლიიერი სარაკეტო ცეცხლი, სავარაუდოდ ან უკრაინული გემსაწინააღმდეგო სისტემების გამოსავლენად განახორციელს ცრუ შეტევა ან სწორედ ოდესის ოლქის უკიდურეს დასავლეთში აპირებენ დესანტის გადასხმას და ტერიტორიის გასუფთავებას შეეცადნენ.

ბრძოლა გრრძელდება, უკრაინელები შეეგუვნენ რომ ომია და შეუძლიათ ამ ომში რუსეთის დამარცხება.

რუსები პირველი შეტევის შემდეგ მიხვდნენ რომ არც ისე მარტივად ყოფილა საქმე როგორც გეგმავდნენ, ცდილობენ გადაჯგუფებას და ხელახალი შეტევისთვის მზადებას, თუმცა მოიერიშე დაჯგუფებები მუდმივი დარტყმის ქვეშაა, რაც საჭიროებს ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებს, რაშიც რუსეთი შეზღუდლია.