რა ვითარებაა ლარსის გამშვებ პუნქტთან

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოს საზღვრებს რუსეთის მოქალაქეები მოაწყდნენ. უკვე მეორე დღეა რიგებია ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან. რუსეთის მოქალაქეები საათობით დგანან სასაზღვრო ზოლთან. საქართველოში შემოსვლას კი მათი აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ახერხებს. 

შეგახსენებთ, პუტინმა რუსეთში გუშინ, 21 სექტემბერს, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება.