პოლიტიკური პარტია “დროას” წევრმა – მარიკა მიქიაშვილმა, საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა უკრაინაში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით.
ომის სამი კვირაც შესრულდა
- პოზიციურად რუსებს წარმატება არსად აქვთ. უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ ბევრი მიმართულებით გადასულია კონტრშეტევაზე და რომ რუსების ცოცხალი ძალის დანაკარგები (დაღუპულები, დაჭრილები, ტყვეები) შემოჭრილი ძალის 40%-ს შეადგენს. ეს სამხედრო კუთხით არის კატასტროფაზე უარესი.
- აშშ-ის სენატმა პუტინი სამხედრო დამნაშავედ აღიარა. რეზოლუციაში წერია მოწოდება, პუტინის, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებისა და სამხედრო მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება.
- ბრიტანეთი ადასტურებს, რომ რუსეთს ძალები გადმოჰყავს თავისი წყნარი ოკეანის სამხედროებიდან და სომხეთიდან (ვერ უშველით).
- დღეს ზელენსკი კონგრესის ორივე პალატის წინაშე გამოვა სიტყვით.
- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საკუთარი (და არა მოლდოვის) ინიციატივით მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკა ოფიციალურად აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებულად. რეზოლუციაში 2008 წლის ომიც ნახსენებია.
- ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლით ისჯება ნებისმიერი, ვინც რუსეთის აგრესიას რაიმე ფორმით გაამართლებს ან უარყოფს. ასე უნდა ხდებოდეს საქართველოშიც და შემდეგ მთელი მთავრობა გასამართლდეს ამ მუხლით.
- სანქციები სულ უფრო ფართოცდება და ფართოვდება. აშშ რუსეთთან ვაჭრობის სრულ ემბარგოსაც განიხილავს.