რა ზარალი მიადგა რუსეთს ომის მეოცე დღეს

რუსეთის ფედერაცია, ზარალს ვერ აუდის და მეტსაც გეტყვით, იმხელა დარტყმა მიიღეს,რომ კარგა ხანია მათ ასეთი დარტყმა არ მიუღიათ საკუთარ თავზე. დავიწყოთ ფინანასური პრობლემებიდან, რომლებიც არც თუ ისე სწრაფად გამოჩნდება, ვიდრე ფიზიკური, მაგრამ ამას უკვე აქვს შედეგი, ვხედავთ უამრავ კადრს,თუ როგორ ცარიელდება რუსული წამყვანი ქალაქების მაღაზიების ვიტრინები, თუ როგორი არაადექვატური გახდა რუსული რუბლი და თუ როგორ წნეხში მოუწევთ რუს ბიზნესმენებს ცხოვრება რუსეთშიც კი. ეს ყველაფერი დასაწყისია,რადგან სანქციები ღვინოს გავს, რაც უფრო დრო გადის მით უფრო მძიმდება და ძალა ემატება. რუსეთში არც ერთი ბრენდული ტანსაცმელი არ გაიყიდება და არც ერთი ახალი ბრენდული ავტომობილი არ ივლის. ეს კი საშუალო ფენას შეეხება ყველაზე მეტად, რაც ძირს გამოუთხრის ადრე თუ გვიან პუტინს და მის რეჟიმს.

სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთს აქვს კატასტროფა, რადგან 13 ათასზე მეტი სამხედრო განადგურებული ჰყავს, ამასთავანე ტექნიკა, რაც ჯამში 5.1 მილიარდი დოლარის ტოლია. ტექნიკის და სამხედრო აღჭურვილობების მიწოდება არის ურთულესი, რადგან უკრაინელები აფეთქებენ ყველა სარეზერვუარო მანქანებს, რომლებითაც საწვავი გადააქვთ ოკუპანტებს.

საქმე იმისკენ მიდის, რომ რუსეთი ვერც ერთ დიდ ქალაქს ვერ იკავებს და დღეები დარჩა მათ სრულ განადგურებამდე.