სიტუაცია დღითი-დღე იძაბება, თუმცა ზედმეტად გაბუქებულად აცხადებენ სხვადასხვა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი მედია-საშუალებები. მობილიზება ორივე მხრიდან ნორმალურზე უფრო მეტად შეინიშნება, მაგრამ არსებობს ფაქტორები და დეტალები, რომლებიც წყვეტენ მსგავს სიტუაციაში ბევრ რამეს. დავიწყოთ იქიდან, რომ რუსული ტექნიკის ნაწილმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა უკრაინის საზღვართან სრული მობილიზება, რადგან გაუარესებული ამინდის შედეგად, ტანკებს გაუჭირდათ ტალახიან გრუნტზე გადაადგილება და გაჩერდნენ. ეს ცხადია ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომ უახლოეს 2-3 დღეში არაფერი მოხდება.
რა ხდება ამის შემდეგ, თუ რუსეთმა სრული მობილიზება მოახდინა?! არსებობს ორი გზა, ან დაიწყება ფართომასშტაბიანი დაპირისპირება, ან დაიხევს რუსეთი უკან და სამხედრო დანაყოფებს უკან დასწევს. განვიხილოთ ორივე შემთხვევა. თუ ფართომასშტაბიანი დაპირისპირება იწყება, რუსეთი ხვდება უდიდესი წნეხის ქვეშ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ, რაც მარტივი სავარაუდოა როგორი შედეგით დასრულდა მათთვის.რუსეთს არ არც მეორე გზაა იმედის მომცემი მათთვის, რადგან რუსეთის უკან დახევა კრემლშიც და სხვების თვალში აღიქმება, როგორც უკან დახევა და შესაძლოა რუსმა გენერლებმა და კრემლის მაღალ პოზიციებზე მდგომმა პირებმა შესაძლოა პუტინის ამდენწლიან მმართველობს ბოლო მოუღოს. სამხედრო მაღალჩინოსნები რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საფეხურის და ავტორიტეტის მქონენი არიან.
არსებობს თუ არა მესამე გზა? რთულია მესამე გზის მოძებნა, თუმცა შესაძლოა ეს იყოს დიპლომატიური მოლაპარაკებები, რომლის რესურსი ფაქტიურად არ არსებობს, დათმობაზე წასვლას უკრაინა და ცხადია არც რუსეთი აპირებს. პუტინმა ასეთ გამოუვალ სიტუაციაში საკუთარი თავი თავადვე ჩაიგდო. პუტინი ფიქრობს დაარტყას თუ არა უკრაინას, თუმცა ჯერ კიდევაც ვერ გადაწყვიტა…
დღეს, ოფიციალურმა პეკინმა განცხადება გააკეთა, რომ კიევიდან საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას არ მოახდენენ,ცხადია ეს აიხსნება იმით, რომ მათ არ აქვთ განცდა მოსალოდნელი საფრთხის და ფიქრობენ რომ კონფლიქტში ამ ეტაპშივე შეწყდება.